საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია გრძნობს სოციალურ და სამედიცინო პასუხისმგებლობას ამ რთულ პერიოდში და ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და უახლესი სამედიცინო ინფორმაციის გაზიარების გადაუდებელი საჭიროების გათვალისწინებით 2021 წლის 16-17 იანვარს მართავს ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით "ენდოკრინოლოგია COVID-19-ის ეპოქაში".
ღონისძიებას აკადემიურ მხარდაჭერასა და პარტნიორობას უწევს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (DTMU).
აღნიშნულ ღონისძიებაზე ონლაინ (ზუმის პლატფორმის გამოყენებით) ჩვენს კოლეგებს (ენდოკრინოლოგებს, ოჯახის ექიმებს, თერაპევტებს, კარდიოლოგებს, გინეკოლოგებს, ონკოლოგებს, ნევროლოგებს და ყველა მომიჯნავე სპეციალობის ექიმს) და ასევე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დაესწრონ დარგის ლიდერების ლექციებს და გაეცნონ უახლეს, სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა: დიაბეტი, სიმსუქნე, დისლიპიდემია, ნუტრიციული სტატუსი და COVID 19, ასევე გლუკოკორტიკოიდების როლი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, სისხლის სიბლანტის ჰორმონული კონტროლი, ოსტეოპოროზი, D ვიტამინის დეფიციტი და კორონავირუსი.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, ღონისძიებაზე მოსახვედრად აუცილებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტერაციის ბოლო ვადაა 11 იანვარი.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე დელეგატებთან გაიგზავნება ზუმის მოწვევის ბმული, რომლის მეშვეობითაც რეგისტრირებულ დელეგატს შესაძლებლობა ექნება დაესწროს ღონისძიებას.
კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიცემა დასწრების ელექტრონული სერტიფიკატი.
დასწრების სერტიფიკატის მოპოვებისთვის აუცილებელია დელეგატი ორივე დღის მანძილზე ესწრებოდეს ღონისძიებას, ვიდეო ფანჯარაზე ეწეროს თავისი სახელი და გვარი სრულად და ჩართული ჰქონდეს ვიდეო თვალი მთელი ღონისძიების მანძილზე. გამორთული ვიდეო თვალის შემთხვევაში დელეგატს შეუძლია დაესწროს ღონისძიებას, თუმცა ასეთ შემთხვევაში დასწრების სერტიფიკატი არ გაიცემა. დამატებით დეტალური ინსტრუქცია გაიგზავნება ელ. ფოსტით რეგისტრირებულ დელეგატებთან რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
დიდი მადლობა ინტერესისთვის!
GAEM მშვიდობიან და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!
17 : 00 - 17 : 15
საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია (GAEM)
17 : 15 - 17 : 35
ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის და დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის კლინიკური დირექტორი და დამფუძნებელი, საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინული ასოციაციების კავშირის დამფუძნებელი და თავმჯდომარე
17 : 35 - 17 : 45
17 : 45 - 18 : 05
ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, კლინიკა "დიაკორის" თანადამფუძნებელი, ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლოგიის მიმართულებების ხელმძღვანელი; «DISCOVER Global Registry» -ს ნაციონალური კოორდინატორი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
18 : 05 - 18 : 15
18 : 15 - 18 : 35
პედიატრი ენდოკრინოლოგი, თსსუ ასოცირებული პროფესორი, გ.ჟვანიას სახ.პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბავშვთა ენდოკრინოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს პედიატრ ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
18 : 35 - 18 : 45
18 : 45 - 19 : 00
19 : 00 - 19 : 20
მედიცინის დოქტორი, პროფესორი, სპეციალიზირებული ენდოკრინოლოგიური კლინიკის „კორტექსი“ დამფუძნებელი და დირექტორი
19 : 20 - 19 : 30
19 : 30 - 19 : 50
ენდოკრინოლოგი, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) დამფუძნებელი და პრეზიდენტი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის (DTMU) მიწვეული ლექტორი, კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი
19 : 50 - 20 : 00
20 : 00 - 20 : 20
ექიმი-ენდოკრინოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU) ასოცირებული პროფესორი.
20 : 20 - 20 : 00
20 : 30 - 20 : 45
17 : 00 - 17 : 20
ექიმი ნუტრიციოლოგი, მედიცინის დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფეროსი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი
17 : 20 - 17 : 30
17 : 30 - 17 : 50
ენდოკრინოლოგი, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) დამფუძნებელი და პრეზიდენტი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის (DTMU) მიწვეული ლექტორი, კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი
17 : 50 - 18 : 00
18 : 00 - 18 : 20
ენდოკრინოლოგი; დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებათა ცენტრი - "დიაკორი" საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის გაიდლაინების სარედაქციო კომიტეტის წევრი
18 : 20 - 18 : 30
18 : 30 - 18 : 50
18 : 50 - 19 : 10
პროფესორი, საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
19 : 10 - 19 : 20
19 : 20 - 19 : 40
თსსუ პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო/სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი
19 : 40 - 19 : 50
19 : 50 - 20 : 00
ღონისძიება გაიმართება ონლაინ ზუმის პლატფორმაზე, ზუმის მოწვევის ბმული გადაეგზავნებათ რეგისტრირებულ დელეგატებს ელ. ფოსტით რეგისტრაციის დასრულების შემდეგ
ნუკა - 597 677 699
ქეთი - 558 597 874